Friday, March 4, 2016

მეცხრე დღის შეფასება

მე ვფიქრობ,რომ დღევანდელი დამაგვირგვინებელი დღე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  იყო.ბლოგზე განვათავსეთ ჩვენი პორტფოლიო,გავაკეთეთ პრეზენტაცია,შევაფასეთ თითოულის ნაშრომი.
ზოგადად ტრენინგის კურსს რაც შეეხება,ვაფასებ უაღრესად დადებითად და მნიშვნელოვნად,ვფიქრობ,რომ ყველა ის აქტივობა რასაც აქ გავეცანით ყველა პედაგოგისათვის თანმხლები და განუყოფელი პროცესი უნდა იყოს,რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა გააქტიურებას,ჩართულობას სასწავლო პროცესში,საგნით მეტ დაინტერესებას.ორი სიტყვით ჩვენს ტრენერს ქ.ნინო კაჟაშვილს რაც შეეხება:უღრმესი მადლობა უპირველეს ყოვლისა,ძლიან საინტერესო, დამაჯერებელი და რაც მთავარია მაღალი პროფესიონალიზმით სავსე თითოეული დღისათვის.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლოს სანახავად გადადით ბმულზე:

Saturday, February 27, 2016

მერვე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ,რომ დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო,რადგან,დავასრულეთ პროექტის გეგმა,გავწერეთ განსახორციელებელი აქტივობები კვირეების მიხედვით.
ვისწავლეთ გუგლ ფორმების საშუალებით გამოკითხვის ფორმის შედგენა და გამოკითხვის წარმოება.ეს აქტივობა მომეწონა ძალიააააააან,დიდი მადლობა ძვირფასო ნინო.

გამოკითხვა

გამოკითხვის სანახავად გადადით ბმულზე:

Friday, February 26, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ,რომ დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო.ვისაუბრეთ მოსწავლეთა დიფერენცირებულ სწავლებაზე,შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი,ვისწავლებ გაჯეტების დამატება ბლოგზე.ეს პროცესი ძლიან მნიშვნელოვანი იყო,შევავსეთ ასევე გაკვეთლის გეგმა.უგრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქ.ნინოს,რომელიც ძალებს არ იშურებს ჩვენთვის.

Tuesday, February 23, 2016

მახუთე დღის რეფლექსია

დღეს შევისწავლეთ როგორ მოვახდინოთ დამატებითი რესურსების სწორად გამოყენება,ისე რომ საავტორო უფლებები არ დაირღვეს.გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს,ვისწავლეთ თუ როგორ ვინახოთ და სად  მივუთითოთ URL.ასევე ვიმუშავეთ სასწავლო ნიმუშების შედგენაზე,დავგეგმეთ და შევადგინეთ ერთ-ერთი ჯგუფის სანიმუშო სლაიდ შოუ.დიდი მადლობა ჩვენს ნინოს ძალიან საინტერესო დღისათვის,

Saturday, February 13, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ,რომ დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო,რადგან დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,კერძოდ,გავეცანით შეფასების სტრატეგიებს,განვსაზღვრეთ თუ რა მეთოდებს და როგორ  გამოვიყენებთ პროექტზე მუშაობისას.ასევე ვისწავლეთ როგორ შევქმნათ სქემები,შევქმენით გონებრივი იერიშის სქემა.მიმაჩნია,რომ აღნიშნული აქივობები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია პროექტზე მუშაობისას.მადლობა ჩვენს ნინოს,რადგან დღეს ძალიან რთული და შრომატევადი საქმე ჩვენამდე ძალიან ადვილად და ხელმისაწვდომად მიოტანა.