მე ვფიქრობ,რომ დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო,რადგან,დავასრულეთ პროექტის გეგმა,გავწერეთ განსახორციელებელი აქტივობები კვირეების მიხედვით.
ვისწავლეთ გუგლ ფორმების საშუალებით გამოკითხვის ფორმის შედგენა და გამოკითხვის წარმოება.ეს აქტივობა მომეწონა ძალიააააააან,დიდი მადლობა ძვირფასო ნინო.
Saturday, February 27, 2016
Friday, February 26, 2016
მეშვიდე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ,რომ დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო.ვისაუბრეთ მოსწავლეთა დიფერენცირებულ სწავლებაზე,შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი,ვისწავლებ გაჯეტების დამატება ბლოგზე.ეს პროცესი ძლიან მნიშვნელოვანი იყო,შევავსეთ ასევე გაკვეთლის გეგმა.უგრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქ.ნინოს,რომელიც ძალებს არ იშურებს ჩვენთვის.
Tuesday, February 23, 2016
მახუთე დღის რეფლექსია
დღეს შევისწავლეთ როგორ მოვახდინოთ დამატებითი რესურსების სწორად გამოყენება,ისე რომ საავტორო უფლებები არ დაირღვეს.გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს,ვისწავლეთ თუ როგორ ვინახოთ და სად მივუთითოთ URL.ასევე ვიმუშავეთ სასწავლო ნიმუშების შედგენაზე,დავგეგმეთ და შევადგინეთ ერთ-ერთი ჯგუფის სანიმუშო სლაიდ შოუ.დიდი მადლობა ჩვენს ნინოს ძალიან საინტერესო დღისათვის,
Saturday, February 13, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ,რომ დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო,რადგან დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,კერძოდ,გავეცანით შეფასების სტრატეგიებს,განვსაზღვრეთ თუ რა მეთოდებს და როგორ გამოვიყენებთ პროექტზე მუშაობისას.ასევე ვისწავლეთ როგორ შევქმნათ სქემები,შევქმენით გონებრივი იერიშის სქემა.მიმაჩნია,რომ აღნიშნული აქივობები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია პროექტზე მუშაობისას.მადლობა ჩვენს ნინოს,რადგან დღეს ძალიან რთული და შრომატევადი საქმე ჩვენამდე ძალიან ადვილად და ხელმისაწვდომად მიოტანა.
Friday, February 12, 2016
მესამე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ,რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო,რადგან დღეს ვისწავლეთ ბლოგის შექმნა,ბლოგის დიზაინის არჩევა და იქ ინფორმაციის განთავსება. განვსაზღვრეთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო პროექტის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები.ასევე ვიმუშავეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე,როგორიცაა ჩვენი პროექტის მიზნების განსაზღვრა,თუ რა შედეგზე უნდა გავიდეთ მოსწავლეებში.გავეცანით დავალებას,უნდა მოვიფიქროთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები ჩვენი პროექტის ირგვლივ.დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს საინტერესო ტრენინგისათვის,რაც მთავარია ძალიან კარგი გადმოცემის ახსნისა და გულისხმიერებისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)